"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ყველა ვარსკვლავის V  შეხვედრა
28 აპრილი. თბილისი. ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი. 1 700 მაყურებელი

უსტიაშვილი – მოსეშვილი 145:118
35:33, 35:27, 40:27, 35:31

უსტიაშვილის გუნდი
სასტარტო ხუთეული: გიორგი მარკოიშვილი (აზოტი) – 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, გიორგი გამყრელიძე (აზოტი) – 7 ქ. 7 პ. 1 მ, კოტე ტუღუში (აზოტი) – 19 ქ. 6 პ. 5 მ. 3 ჩ, ანატოლი ბოისა (აზოტი) – 19 ქ. 3 მ. 1 პ. 1 ჩ, დავით უგრეხელიძე (აზოტი) – 2 ქ. 2 მ. 2 პ.
სათადარიგოები: რამაზ გოგობერიშვილი (აზოტი) – 17 ქ. 4 მ. 2 ჩ. 1 პ, რევაზ დიდია (აზოტი) – 16 ქ. 6 პ. 2 მ. 2 ჩ. 1 დ, ლექსო ლაფანაშვილი (დინამო) – 9 ქ. 5 პ. 3 მ. 2 ჩ, ვლადიმერ ბეჟანიშვილი (აზოტი) – 8 ქ. 4 პ. 3 ჩ. 2 მ, გიორგი დოლიძე (მაკაბი) – 8 ქ. 1 მ. 1 პ, ირაკლი გულისაბედაშვილი (დინამო) – 7 ქ. 3 მ. 1 პ, დავით გვიმრაძე (დინამო) – 7 ქ. 2 მ. 2 პ.

მოსეშვილის გუნდი
სასტარტო ხუთეული: შიო ხეცურიანი (თსუ) – 14 ქ. 4 პ. 3 მ. 3 ჩ, ბესიკ ლეჟავა (თსუ) – 15 ქ. 4 მ. 3 პ, რიჩარდ მათიაშვილი (თსუ) – 8 ქ. 10 მ. 4 პ, ლუკა შანიძე (თსუ) – 13 ქ. 3 მ. 1 პ, ნოდარ ბერაია (სტუ) – 9 ქ. 3 მ.
სათადარიგოები: ზვიად ბაბიაშვილი (თბილავიამშენი) - 24 ქ. 11 მ. 6 პ. 1 დ, გიგი ბარბაქაძე (სტუ) - 14 ქ. 4 მ. 2 ჩ, მიხეილ ბერიშვილი (თსუ) – 9 ქ. 10 მ. 4 პ. 1 ჩ, დავით ბარბაქაძე (თბილავიამშენი) – 8 ქ. 4 მ. 2 პ, დავით ბერიშვილი (თბილავიამშენი) – 2 ქ. 4 პ. 1 მ. 1 ჩ, ბუბა ბერიშვილი (თსუ) – 2 ქ. 2 ჩ. 1 მ. 1 პ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი მარკოიშვილი (უსტიაშვილი, აზოტი) – 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.

ჩატენვების კონკურსი
მონაწილეები: გიგი ბარბაქაძე (სტუ), დავით ბარბაქაძე (თბილავიამშენი), ანატოლი ბოისა (აზოტი), მიხეილ ფანჩულიძე (თსუ).
ფინალი: დავით ბარბაქაძე და ანატოლი ბოისა.
ჩემპიონი: დავით ბარბაქაძე.

წინაღობების დაძლევა
მონაწილეები: ირაკლი გულისაბედაშვილი (დინამო), გიორგი გამყრელიძე (აზოტი), დავით არწივიძე (თსუ).
ფინალი: დავით არწივიძე (14 წამი) და გიორგი გამყრელიძე (15 წამი ).
ჩემპიონი: დავით არწივიძე (14 წამი).
საუკეთესო მაჩვენებელი: დავით არწივიძე (13 წამი, შესარჩევ ეტაპზე).

სამქულიანების კონკურსი
მონაწილეები:
კოტე ტუღუში (აზოტი), ნოდარ ბერაია (სტუ), დავით ბერიშვილი (თბილავიამშენი), გიორგი მარკოიშვილი (აზოტი), ზურაბ კორკოტაძე (მაკაბი).
ფინალი: კოტე ტუღუში (19 ქულა)  და ნოდარ ბერაია (18 ქულა).
ჩემპიონი: კოტე ტუღუში (19 ქულა).
საუკეთესო მაჩვენებელი: ნოდარ ბერაია (23 ქულა, შესარჩევ ეტაპზე). 

შეხვედრას დაესწრო “ატლანტა ჰოქსისა” და საქართველოს ნაკრების წევრი ზაზა ფაჩულია.

 

ყველა ვარსკვლავის VI მატჩი

დავი  უსტიაშვილის გუნდი – ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი 134:118
35:37, 27:32, 38:27, 34:22

თბილისი. სპორტის სასახლე. 5 მაისი. 2 500 მაყურებელი

დავით უსტიაშვილის გუნდი

სასტარტო ხუთეული: გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი) – 20 წუთი, 9 ქულა, 9 პასი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა), ბესიკ ლეჟავა – 18 წუთი, 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა, მიხეილ ბერიშვილი (ვითა) – 20 წუთი, 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), ვიქტორ სანიკიძე (დინამო) – 27 წუთი, 41 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება, იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი) – 8 წუთი, 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

სათადარიგოები: ზვიად ბაბიაშვილი (ენერჯი ინვესტი) –11 წუთი, 14 ქულა, 8 მოხსნა, 1 დაფარება, რევაზ დიდია (ენერჯი ინვესტი) –18 წუთი, 6 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება, გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო) – 15 წუთი, 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, დავით გვიმრაძე (ვითა) – 16 წუთი, 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, მიხეილ ჭოჭუა (ენერჯი ინვესტი) –15 წუთი, 8 ქულა, 2 მოხსნა, მიხეილ ჩიტაშვილი (ენერჯი ინვესტი) –20 წუთი, 10 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

ნუგზარ ჭეიშვილის  გუნდი

სასტარტო ხუთეული: მიხეილ ფანჩულიძე (თსუ) – 22 წუთი, 9 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა, 1 ჩარა, დავით ბარბაქაძე (თსუ) – 20 წუთი, 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, რიჩარდ მათიაშვილი (თბილავიამშენი) – 28 წუთი, 29 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, კოტე ტუღუში (თბილავიამშენი) – 21 წუთი, 18 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა, შიო ხეცურიანი (თსუ) – 21 წუთი, 2 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა.

სათადარიგოები: ირაკლი ბერიშვილი (მაკაბი) – 21 წუთი, 18 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, დავით ბერიშვილი (თსუ) – 21 წუთი, 9 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა, სოსო შერმადინი (მაკაბი) – 15 წუთი, 9 ქულა, 3 მოხსნა, ირაკლი კეიდია (თსუ) – 9 წუთი, 5 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა, თორნიკე ნინიაშვილი (თბილავიამშენი) – 11 წუთი, 8 ქულა, 6 მოხსნა, ზურაბ კორკოტაძე (მაკაბი) – 4 წუთი, 3 მოხსნა, 1 პასი, პლასიდე როდუმტა (თბილავიამშენი) – არ უთამაშია.

საუკეთესო მოთამაშე: ვიქტორ სანიკიძე (დინამო) – 27 წუთი, 41 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება.


წინაღობების დაძლევის კონკურსი

წინასწარი ეტაპი: მიხეილ ჩიტაშვილი (ენერჯი ინვესტი) – 29 წამი, გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი) – 19 წამი, გიორგი გასიტაშვილი (დინამო) – 15 წამი, დავით არწივიძე (თსუ) – 14 წამი.

ფინალი: დავით არწივიძე (თსუ) – 14 წამი, გიორგი გასიტაშვილი (დინამო) – 15 წამი.

თსუ-ს წევრმა, უკანახაზელმა დავით არწივიძემ ტიტული შეინარჩუნა, ხოლო პირველ განაკვეთზე კი უსწრაფესი დრო მიხეილ ჩიტაშვილმა აჩვენა (6 წამი), რომელმაც სამწუხაროდ, ბურთის ჩაგდება ვერ მოახერხა და დიდი დრო დაკარგა.

ჩატენვების კონკურსი

წინასწარი ეტაპი: ვიქტორ სანიკიძე (დინამო) – 16 ქულა, დავით ბარბაქაძე (თსუ) – 14 ქულა, დავით ხიზანიშვილი (თსუ) – 12 ქულა, მიხეილ ჭოჭუა (ენერჯი ინვესტი) -12 ქულა.

ფინალი: ვიქტორ სანიკიძე (დინამო) – 13 ქულა, დავით ბარბაქაძე (თსუ) – 0 ქულა.

შარშანდელმა გამარჯვებულმა, თსუ-ს ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ ფინალში სამივე ცდა გააფუჭა და სამწუხაროდ, ჟიურისგან ერთი ქულაც ვერ მიიღო. ვიქტორ სანიკიძემ კი მხოლოდ მესამე ცდიდან მოახერხა ბურთის ჩატენვა, რისთვისაც 13 ქულა დაიმსახურა.

კონკურსის ჟიური: ნიკოლოზ დერიუგინი, ვლადიმერ უგრეხელიძე, გია სანაძე, გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა).

სამქულიანების კონკურსი

წინასწარი ეტაპი: დავით ბერიშვილი (თსუ) – 20 ქულა, მიხეილ ბერიშვილი (ვითა) – 19 ქულა, ზურაბ კორკოტაძე (მაკაბი) – 12 ქულა, კოტე ტუღუში (თბილავიამშენი) – 9 ქულა, ბესიკ ლეჟავა (ენერჯი ინვესტი) – 13 ქულა, გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო) – 13 ქულა.

ფინალი: დავით ბერიშვილი (თსუ) – 20 ქულა, მიხეილ ბერიშვილი (ვითა) – 16 ქულა.

ფინალში დავით ბერიშვილმა მეორემ დაიწყო სროლა, ბოლოსწინა ნიშნულზე ერთი ქულით გადაასწრო მიხეილ ბერიშვილს და საბოლოოდ, სოლიდური გამარჯვება მოიპოვა.  მოქმედმა ჩემპიონმა კოტე ტუღუშმა მანამდე მიღებული მძიმე ტავმის გამო, სროლების დიდი ნაწილი გააფუჭა და წინასწარ ეტაპზე უკანასკნელ ადგილზე გავიდა.

 

ყველა ვარსკვლავის VII შეხვედრა

 5 აპრილი. ქუთაისის სპორტის სასახლე

 

დავით უსტიაშვილის გუნდი 142:131 ლევან მოსეშვილის გუნდი

29:26 33:33 39:37 41:35

 

უსტიაშვილის გუნდი: ტუღუში (20), გაფრინდაშვილი (14), ანთაძე (6), მარკოიშვილი (30), უგრეხელიძე (8); . ბარბაქაძე (23), ხეცურიანი (7), ათუაშვილი (8), დიდია (8), ფაშაევი (3), შენგელია, ჭოჭუა (15).

მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი

მოსეშვილის გუნდი: ბაქრაძე (2), გულისაბედაშვილი (6), ბოისა (16), . ბარბაქაძე (20), მათიაშვილი (16); თავართქილაძე (2), ლაფანაშვილი (5), კეშელავა (26), წივწივაძე (13), ათანელიშვილი (12), ქადარია (6), პირველაშვილი (7).

მწვრთნელი: მიხეილ კობეშავიძე

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: მერაბ რატიშვილი

 

 

ჩატენვების კონკურსი

 

ჩატენვების კონკურსის პირველი ეტაპი დიდ შესვენებაზე ჩატარდა. მასში 7 კალათბურთელი გამოდიოდა: დავით ბარბაქაძე (ნტდ-თბილისი), გიგი ბარბაქაძე (სასოფლო), აკაკი დვალიშვილი (“ენერჯი ინვესტი”), ანატოლი ბოისა (“თბილავიამშენი”), მიხეილ ჭოჭუა (“ენერჯი ინვესტი”), გოგა თვაური (სასოფლო) და ზვიად ანთაძე (“მაკაბი”).

კონკურსის თითოეულ მონაწილეს ბურთის კალათში ჩატენვის 3 ცდის უფლება ჰქონდა, რომელიც ოთხკაციან ჟიურის 10-ბალიანი სისტემით უნდა შეეფასებინა. თუ არ ჩავთვლით ძმებ ბარბაქაძეებს, კონკურსის დანარჩენმა მონაწილეებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს - ჭოჭუამ და თვაურმა ჟიურისაგან ძალიან დაბალი შეფასება მიიღეს, ხოლო ბოისამ, დვალიშვილმა და ანთაძემ სამივე ცდა გააცუდეს და შეფასების გარეშე დარჩნენ.

ფინალში ძმები ბარბაქაძეები გავიდნენ, რომლებმაც ქულებიც ძმურად გაიყვეს და 39-39 დააგროვეს. ფინალისტების მიერ ჩატენილი ბურთებიდან ორივე კარგი სანახავი იყო. უფროსი ძმა დათო, ჯერ ფარის ქვეშ სკამზე მჯდომ კალათბურთელს თავზე გადაევლო, შემდეგ მისგან კალათისკენ ნასროლი ბურთი ჰაერში დაიჭირა და კალათში ამის შემდეგ ჩატენა. რაც შეეხება უმცროს ძმა გიგის, ფართან მიახლოებულმა ჰაერში თითქოს რამდენიმე ნაბიჯი გააკეთა, შემდეგ ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა, წამიერად შეყოვნდა და უსწრაფესად ჩატენა კალათში.

ფინალში უფრო თვალსასეირო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ჟიურიმ მოედანზე ჯერ დათოს უხმო. უფროსმა ბარბაქაძემ საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ჩატენვა შეასრულა და მთლიანობაში 32 ქულა დაიმსახურა. შემდეგ გიგის ჯერი დადგა. უმცროს ბარბაქაძეს ფორტუნამ ზურგი აქცია, სამივე ცდა გააცუდა და პირველი ადგილი დათოს დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ჩატენვების კონკურსი ორი წლის წინაც დათო ბარბაქაძემ მოიგო. იგი შარშანაც ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესტონეთის ტარტუს “როკის” ფორვარდ ვიქტორ სანიკიძესთან წააგო.

 

 

 

სამქულიანების კონკურსი

 

სამქულიანების კონკურსში ხუთი კალათბურთელი მონაწილეობდა – კოტე ტუღუში (ენერჯი ინვესტი”), გიორგი მარკოიშვილი (თსუ), გოგი ნანიტაშვილი (“დინამო”) და ირაკლი და დათო ბერიშვილები (ორივე “თბილავიამშენი”). მონაწილეებს პერიმეტრის 5 წერტილიდან 5-5 ბურთის სროლის უფლება ჰქონდათ. პირველიდან მეოთხეს ჩათვლით ნასროლი ბურთები ჩავარდნის შემთხვევაში ერთ ქულად ფასობდნენ, ხოლო მეხუთე – ორად, ფინალში გასასვლელი სროლები ყველაზე კარგად მარკოიშვილმა შეასრულა, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. კონკურსის შარშანდელმა გამარჯვებულმა დავით ბერიშვილმა, ნანიტაშვილმა და ტუღუშმა 15-15 ქულა დააგროვეს და ისინიც ფინალში გავიდნენ.

12 ქულით ბოლო ადგილი ირაკლი ბერიშვილმა დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა. კონკურსის გამარჯვებული ფინალმა ვერ გამოავლინა და დამატებითი სროლების ჩატარება გახდა საჭირო, რადგან ბერიშვილმა და მარკოიშვილმა 20-20 ქულა დააგროვეს. დამატებითი სროლები ბერიშვილმა ცუდად შეასრულა. იგი მხოლოდ 11 ქულით დაკმაყოფილდა. რაც შეეხება კონკურსის გამარჯვებულ გიორგი მარკოიშვილს, მან 18 ქულა დააგროვა და “ოლ სტარის” სამქულიანების კონკურსი პირველად მოიგო.


სამქულიანების გამარჯვებული გიორგი მარკოიშვილი

ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშედ დავით ბარბაქაძე დასახელდა

ყველა ვარსკვლავის VIII შეხვედრა

ქუთაისი. სპორტის სასახლე. 10 აპრილი

 

 

 

 

სამქულიანების კონკურსი

 

შარშანდელი გამარჯვებული გიორგი მარკოიშილი პირადი მიზეზების გამო ქუთაისში არ იმყოფებოდა. შეჯიბრში 5 კალათბურთელი მონაწილეობდა: კოტე ტუღუში, ფარნაოზ გურული, თემურ კანკია, გიორგი ნიკოლაძე და ბესიკ ლეჟავა.  ამ უკანასკნელმა შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტი, 20 ქულა მოაგროვა, ხოლო ფინალში მასთან ერთად კოტე ტუღუში გავიდა (16 ქულა).

 

მონაწილეებს 5 წერტილიდან 5–5 ბურთი უნდა ესროლათ და 1 წუთში ჩატეულიყვნენ. თითოეული წერტილიდან ნასროლი მე–5 ბურთი 2 ქულად ფასობდა, დანარჩენი ყველა სროლა 1–ქულიანი იყო. პირველი ტუღუშმა ისროლა და 15 ქულა მოაგროვა, თუმცა ლეჟავამ ვერ გამოიჩინა შესარჩებ ეტაპზე ნაჩვენები მიზანი და გამარჯვება ტუღუშს დარჩა.

 

კოტე ტუღუში

 

ჩატენვების კონკურსი 

 

ამ შეჯიბრს 2 ფავორიტი ყავს ბოლო წლებში და ახლაც ასე იყო. ძმები ბარბაქაძეები ამ კომპონენტში ყველა მოთამაშეზე ერთი თავით მაღლა დგანან. აქამდე უფროსი ძმა დავითი ახერხებდა გამარჯვებას, ახლა კი უმცროსი „ველურას“ (ორივეს ასეთი თიკუნი აქვს) ჯერი დადგა. დავითმა ნახევარფინალურ ეტაპზე ვერ მოახერხა რთული ილეთის შესრულება, 2 ცდა გააცუდა და მესამეზე, რათა უქულოდ არ დარჩენილიყო, შედარებით იოლი ილეთი შეასრულა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ფინალში მისი ძმა გიორგი და 2 ახალგაზრდა კალათბურთელი: აკაკი დვალიშვილი და მერაბ ბოქოლიშვილი გავიდნენ.

 

პირველი გდება დვალიშვილმა შეასრულა და 33 ქულა დააგროვა, მომდევნო ბოქოლიშვილმა 35–ამდე ასწია თამასა, თუმცა ორივე მათგანს გიორგი ბარბაქაძემ აჯობა, რომელმაც უმაღლესი შეფასება – 40 ქულა დაიმსახურა. ბარბაქაძემ სამწამიან ზონაში ერთ–ერთი კალათბურთელი დააყენა, ცენტრიდან გამოქანდა და ისე ჩატენა, რომ 180–სანტიმეტრიან ადამიანს თავზე გადაევლო.

 

გიორგი ბარბაქაძე

 

 

 

 

ყველა ვარსკვლავის IX შეხვედრა

ქუთაისი. სპორტის სასახლე. 2011 წელი, 29 აპრილი

 

სამქულიანების კონკურსი

 

შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ გაიმართა სამქულიანების კონკურსი, სადაც მონაწილეობას  7 კალათბურთელი იღებდა. ბუბა კვიმსაძე, ლევან ცეკვავა, იუჯინ ჰარისი, ნიკოლოზ ჩაველაშვილი, ზურაბ კორკოტაძე, დავით ბარბაქაძე და გასული წლის სამქულინების კონკურსის გამარჯვებული კოტე ტუღუში. ფინალში კოტე ტუღუში და ზურაბ კორკოტაძე გავიდნენ, რომლებმაც 14-14 ქულა დააგროვეს. სამქულიანების კონკურსში საბოლოოდ კვლავაც კოტე ტუღუშმა იმარჯვა.

 

კოტე ტუღუში

 

 

 

ჩატენვების კონკურსი

 

ამ  შეჯიბრში სულ ოთხი კალათბურთელი იღებდა მონაწილეობას: ძმები დავით და გიორგი ბარბაქაძეები, ბექა ახალაია და აკაკი დვალიშვილი. კონკურსის ფინალში გიორგი ბარბაქაძე და  ბექა ახალაია გავიდნენ. ფინალში კი გიორგი ბარბაქაძემ იმარჯვა, რომელმაც ძალიან ეფექტური და ლამაზი ჩატენვა შეასრულა. მან სამწამიან ზონაში ბუბა კვიმსაძე დააყენა, შემდეგ გამოქანდა და 195 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე კალათბურთელს თავზე გადაეველო და კალათში ბურთი ისე მოათავსა.

 

გიორგი ბარბაქაძე დაჯიდოვებისას

 

 

ყველა ვარსკვლავის X შეხვედრა

თბილისისპორტის სასახლე. 2012 წელი, 29 აპრილი

 

 

 

თბილისის სპორტის სასახლემ ,,ყველა ვარსკვლავთა მატჩს“ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ,,ადგილობრივთა" და ,,ლეგიონერთა" გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ,,ლეგიონართა" გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ,ადგილობრივთა" გუნდი 137:125 დაამარცხა. წლევანდელი ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია“ უპრეცედენტო იყო და მისი დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანი გახლდათ.

ტრადიციულად, ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად გაიმართა კონკურსები სამქულიანებსა და ეფექტურ გდებებში. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის ოლ სტარმა ლეგიონერთა დომინირებით ჩაიარა: მატჩის უძვირფასესი მოთამაშე შსს-ს წევრო ლარი ბლერი  გახდა, სამქულიანების კონკურსი ოლიმპის ხორვატმა ლეგიონერმა ნიკიცა შლიუკამ მოიგო, ხოლო ჩატენვებში ყველას შსს-ელმა ტასტინ ტაბსმა იმარჯვა.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ 2012 წლის ოლ სტარი ყველა მის წინამორბედს სჯობდა როგორც სანახაობრივად, ისე ორგანიზების მხრივ. სპორტის სასახლეში მოსულმა გულსემატკივარმა ულამაზესი შოუ იხილა.

 

ჯასტინ ტაბსის შთამბეჭდავი ჩატენვა

სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული ნიკოცა შლიუკა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დააჯილდოვა