მარკოიშვილის 20 ქულა და გამარჯვება “ვარეზესთან”

მარკოიშვილის 20 ქულა და გამარჯვება “ვარეზესთან”

მანუჩარ მარკოიშვილის დიდებული თამაშის წყალობით “რეჯიო ემილიამ” იტალიის სერია “ა”-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ემილიელებმა ცხრილში 1 საფეხურით მაღლა მყოფ “ვარეზეს” უმასპინძლეს და 76:66 დაამარცხეს, რაშიც ქართველი უკანახაზელის წილი უდიდესია.

მარკოიშვილმა წინა, წაგებულ საევროთასო მატჩში 18 ქულა მოაგროვა, ახლა კი ეს შედეგი გააუმჯობესა და 20 ქულა მიითვალა. მანუჩარი ემილიელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა სნაიპერმა 10-დან 6 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო და მისმა მონაგარმა 20 ქულას უწია. ამასთან, მარკოიშვილს 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. “რეჯიო ემილიაში” 17 ქულით მარკოიშვილს მხარი აუბა ჯეიმს უაითმა და ემილიელებმაც ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება მოიპოვეს.

4 მოგებითა და 7 მარცხით “რეჯიო ემილია” “ვარეზესთან” და “ფლექს პისტოიასთან” ერთად 12=14 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს მარკოიშვილის გუნდი 23 დეკემბერს, სტუმრად “ტორინოსთან” გამართავს.