18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები “დინამო თბილისმა” მოიგო

18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები “დინამო თბილისმა” მოიგო

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ გახდა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში „ქუთაისი“ დამაჯერებლად – 85:57 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონნენ.

მატჩი ვერ გამოვიდა დაძაბული. იმერულმა კლუბმა თავდაპირველად წინააღმდეგობა კი გაიწია დინამოელებს, თუმცა მეორე მეოთხედიდან ვითარება შეიცვალა. ვლადიმერ თავაქარაშვილის, გიორგი ბიგანაშვილისა და გეგი ჭაბუკიანის წინამძღოლობით დინამოელებმა ლიდერობა მოიპოვეს და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას იმყარებდნენ.

საბოლოოდ დიდი სხვაობა დაფიქსირდა და დინამოელებმა სეზონი მე-3 ადგილზე დახურეს. გამარჯვებულებს 22 ქულით და 13 მოხსნით თავაქარაშვილმა ულიდერა. 21 ქულით გამოირჩა გეგა ჭაბუკიანი. ქუთაისელთაგან 15 ქულით გიორგი ჭეიშვილი გახდა ბომბარდირი, 13 ქულა ნიკოლოზ სოსელიას ანგარიშზე დაგროვდა.

დინამოელები და მათი მწვრთნელი, მამუკა ტურაშვილი მედლებითა და გუნდური სიგელით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა – ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა.

დინამო – ქუთაისი
სტატისტიკა: 85:57