ბულაშვილის 21-მა ქულამ “კულერედოს” ვერ უშველა

ბულაშვილის 21-მა ქულამ “კულერედოს” ვერ უშველა

ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონ EBA-ში მოასპარეზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა ლუკა ბულაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. მისმა “კულერედომ” “ინოვას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 70:73 წააგო. ქართველი უკანახაზელი თავისიანთაგან საუკეთესო იყო.

ბულაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 12-დან 7 ორქულიანი, 10-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში 2 პასი და 6 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 3 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი.
“კულერედოს” 17 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და მესამე-მეოთხე ადგილებს სწორედ “ინოფა ჩეფთან” ერთად ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 27 აპრილს, სტუმრად, “ნარონთან” გამართავს.