ბითაძემ “პარტიზანთან” მატჩი ტრავმის გამო დატოვა

ბითაძემ “პარტიზანთან” მატჩი ტრავმის გამო დატოვა

სამწუხარო ამბავი ბალკანეთიდან. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო, თუმცა ამ ეტაპისთის უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა. გოგასთვის უიღბლო მომენტი ბელგრადში – “პარტიზანთან” მატჩის დრო მოხდა. 

გოგა ბურთის მოხსნისთვის იბრძოდა, როდესაც დახტომისას ფეხი უხერხულად დადგა და სათადარიგოთა სკამზე კოჭლობით გადაინაცვლა. აღნიშნულ მცირე დროში ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და აქტივში 2 მოხსნაც ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 3:22 წუთი ითამაშა და ხსენებული ტრავმის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა.

“ბუდუჩნოსტმა” მატჩი 67:76 წააგო და ახლა 13 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილში 2-3 ადგილებს სწორედ “პარტიზანთან” ინაწილებს. შემდეგ ტურში, 4 მარტს, “ბუდუჩნოსტი” პოდგორიცეში “ხორვატულ “ზადარს” უმასპინძლებს.