შენგელიას 14 ქულა და გამარჯვება ტენერიფესთან

შენგელიას 14 ქულა და გამარჯვება ტენერიფესთან

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ – 28-ე ტურში ტენერიფეს “იბეროსტარს” უმასპინძლა და მეტოქე 6 ქულის სხვაობით – 100:94 დაამარცხა. 

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ტრადიუციულად სარგებლიანი იყო. თოკომ მოედანზე 21:34 წუთი გაატარა და 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რითაც ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ იანის ტიმას ჩამორჩა. ლატვიელმა კალათბურთელმა 23:03 წუთში 20 ქულა მოაგროვა. 
“ბასკონიამ” 20 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს ინარჩუნებს, ერთპიროვნული ლიდერი კი მადრიდის “რეალია” 25 გამარჯვებით.

ახლა, თოკოს გუნდი ევროლიგაზე გადაერთვება, სადაც უმნიშვნელოვანესი მეოთხედფინალური სერია ელის. ბასკური გუნდი სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” დაპირისპირების საწყის ორ შეხვედრას თურქეთში ჩაატარებს: 18 და 20 აპრილს.