2004 წელს დაბადებულთა საქართველოს ფესტივალის ფინალში აჭარის ნაკრები და ჰიუნდაი შეხვდებიან

2004 წელს დაბადებულთა საქართველოს ფესტივალის ფინალში აჭარის ნაკრები და ჰიუნდაი შეხვდებიან

2004 წელს დაბადებულთა საქართველოს მინი-საკალათბურთო ფესტივალზე ფინალისტები გამოვლინდნენ. საკალათბურთო აკადემიაში გამართული 2 ნახევარფინალიდან ერთ-ერთი გამორჩეულად დაძაბული იყო, მეორეში კი შედარებით იოლად გამოვლინდა გამარჯვებული.
დაძაბული გამოდგა აჭარის ნაკრებსა და „ქუთაისის“ დაპირისპირება. მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. შეხვედრის ირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროში კი გამარჯვება აჭარელებს დარჩათ – 53:47. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ბათუმელმა გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 44 ქულა მოაგროვა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „იბერი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჰიუნდაელთა 12-ქულიანი გამარჯვებით – 42:30 დასრულდა. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი „ჰიუნდაი“ 2004 წელს დაბადებულთა თბილისის ფესტივალის ფინალშიც გავიდა, მაგრამ მაშინ საჩემპიონო მატჩი „აკადემიასთან“ წააგო, რომლის ღირსებასაც ბათუმელი ოჩხიკიძე იცავდა. ჰიუნდაელები მეორედ ეცდებიან ნიჭიერი ბათუმელი ბიჭის შეჩერებას და შესაბამისად, ჩემპიონობის მოპოვებას.
ფინალური მატჩი საკალათბურთო აკადემიაში 6 ივლისს, 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, 14:00-ზე, მე-3 ადგილისთვის შეხვედრა შედგება.