საქართველოს 2003-წლიანთა მინიფესტივალზე ლიდერები გამოიკვეთნენ

საქართველოს 2003-წლიანთა მინიფესტივალზე ლიდერები გამოიკვეთნენ

დასასრულს უახლოვდება საქართველოს 2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის ჯგუფური ეტაპი. ტურნირი, რომელშიც 15 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერაა ორგანიზებული.

3 ტურის შემდეგ ჯგუფებში ლიდერები გამოიკვეთნენ, თუმცა მეოთხედფინალში გამსვლელთა საბოლოო სია ხვალ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ გაირკვევა. აქ კი გეტყვით, რომ პლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გადის, რომლებსაც 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება და მეოთხედფინალური წყვილები შედგება.