შერმადინის უნიკახამ კაუნასში ბოლო წამებზე წააგო

შერმადინის უნიკახამ კაუნასში ბოლო წამებზე წააგო

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროლიგაში დასანანი მარცხი განიცადა. მალაგელები სტუმრად “ჟალგირისს” შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულით ლიდერობდნენ, საბოლოოდ 77:79 წააგეს.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ესპანურ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილიყო. შერმადინმა 17:23 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, წესი არ დაურღვევია, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ჯეიმს ოგასტინს ჩამორჩა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა მოაგროვა. 17 ტურის შემდეგ 7 მოგებით “უნიკახა” ცხრილში მე-10 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი 17 იანვარს მილანში, “არმანი ექსჩეინჯთან” ელის.