მარკოიშვილის 11 ქულა და გამარჯვება ერთ-ერთ ლიდერ “ვენეციასთან”

მარკოიშვილის 11 ქულა და გამარჯვება ერთ-ერთ ლიდერ “ვენეციასთან”

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” სეზონი უშედეგოდ კი დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შედის და პოზიციებს იმყარებს. იტალიის სერია “ა”-ს მორიგ ტურში ემილიელებმა ერთ-ერთი ლიდერი “ვენეცია” სტუმრად 68:66 დაამარცხა. 

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი – 36 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში მანუჩარმა 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა და 11 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 5 პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების ერთერთ ლიდერს პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა, ამასთან, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

მანუჩარის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და ის სტუმართაგან მხოლოდ ამერიკელ ჯეილენ რეინოლდსს ჩამორჩა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 16 ქულა, 9 მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ ვენეციელთა მხრიდან საუკეთესო საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული კალათბურთელი მარკიზ ჰეინსი იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.