ფაჩულიას 8 ქულა და გამარჯვება თავის ყოფილ გუნდ “მილუოკისთან”

ფაჩულიას 8 ქულა და გამარჯვება თავის ყოფილ გუნდ “მილუოკისთან”

ზაზა ფაჩულია თავის ყოფილ გუნდ “მილუოკის” შეხვდა და მის დამარცხებაში საკუთარი წილიც დაიდო. ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ “გოლდენ სტეიტს” მილუოკიში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა ბოლო პერიოდი ოკლენდელებმა 28:12 მოიგეს და 14 ქულით – 108:94 იმარჯვეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მოზომილად გამოყოფილი 14 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. სტეფ კარის ისევ არ უთამაშია და მის არყოფნაში 26 ქულით კევინ დიურანტი გამოირჩა, ხოლო დრეიმონდ გრინს სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა – 21 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

34 მოგებით და 9 წაგებით “გოლდენ სტეიტი” ლიგის ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა ოკლენდელებს კუდზე აზით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი “ბოსტონი”, რომელსაც 34 მოგება და 10 მარცხი აქვს. შემდეგი შეხვედრა “გოლდენ სტეიტს” 14 იანვარს კანადაში, “ტორონტო რეპტორსთან” ელის.