თორნიკე შენგელია ევროლიგამ “ოსკარით” დააჯილდოვა

თორნიკე შენგელია ევროლიგამ “ოსკარით” დააჯილდოვა

დეკემბრის თვეში ნაჩვენები გამორჩეული შედეგების გამო, თორნიკე შენგელია ევროლიგის “ოსკარით” დააჯილდოვეს. რეალურად კი ეს გახლავთ ევროლიგის ერთ-ერთი სპონსორის – “ოსკარ მეიერის” მიერ დაწესებული ჯილდო გამორჩეული მოთამაშეებისთვის და სწორედ მისი მფლობელი გახდა და საინტერესო პრიზიც მიიღო თორნიკე შენგელიამ.

2017 წლის ბოლო თვე თოკოსთვის მართლაც გამორჩეული გამოდგა. ამაზე მისი საშუალო სტატისტიკა მეტყველებს: 17.8 ქულა, 7.1 მოხსნა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 26.3 ექვს მატჩში.