ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ბელგრადში ფინალის მეორე მატჩიც წააგო

ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ბელგრადში ფინალის მეორე მატჩიც წააგო

პირველ მატჩზე უშანსოდ – 69:107 წააგო გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” “ცრვენა ზვეზდასთან” და ადრიატიკის ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა. ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა მთლიანად “ბუდუჩნოსტმა” ვერ ითააშა. სერბული გუნდი ჩემპიონობას 1 ნაბიჯით მიუახლოვდა, თუმცა მომდევნო 2 შეხვედრა სტუმრად, მონტენეროს დედაქალაქ პოდგორიცეში ელის, სადაც ბითაძის გუნდი გათანაბრებას ეცდება.

19 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სანამ მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა, მოედანზე 18:28 წუთი დაჰყო. ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში) წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ადრიატიკის ლიგის ჯერაც მოქმედი ჩემპიონი სიტუაციის გამოსწორებას მშობლიურ პოდგორიცაში ეცდება, სადაც ფინალის მე-3 მატჩი 17 აპრილს გახლავთ დაგეგმილი. თუკი “ბუდუჩნოსტმა” ჩამორჩენა შეამცირა, შინ, კიდევ ერთ შეხვედრას 19 აპრილს ჩაატარებს, საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტი შერკინება კი 22 აპრილს ბელგრადში შედგება.