პლეი ოფის პირველ შეხვედრაში “მილუოკიმ” “დეტროიტი” არ დაინდო

პლეი ოფის პირველ შეხვედრაში “მილუოკიმ” “დეტროიტი” არ დაინდო

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფი დაიწყო და საქმეში ჩაერთო ზაზა ფაჩულიას “დეტროიტიც”, რომელიც პირველ წრეში ლიგის საუკეთესო შედეგის მქონე “მილუოკის” შეხვდა. ყოფილ გუნდთან შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა მის საშუალოზე გაცილებით მეტ ხანს – 18 წუთს ითამაშა, თუმცა ვერც მან და ვერც ერთმა დეტროიტელებმა მილუოკელთა შეჩერება ვერ შეძლეს. მატჩი “ბაქსის” 35-ქულიანი გამარჯვებით – 121:86 დასრულდა.

ფაჩულია სათადარიგო იყო და 18 წუთში 5 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგო. დეტროიტელებს აკლდათ მთავარი დამრტყმელი ძალა ბლეიკ გრიფინი, საუკეთესო კი სათადარიგო ლიუკ კენარდი გახდა 21 ქულით. “მილუოკის” ტრადიციულად იანის ადეტოკუმბომ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. 

სერიის მეორე შეხვედრა 18 აპრილს ისევ მილუოკიში გაიმართება.