რატი ანდრონიკაშვილი კასტილიის ჩემპიონია

რატი ანდრონიკაშვილი კასტილიის ჩემპიონია

რატი ანდრონიკაშვილი 18-წლამდელთა შორისო კასტილიის ჩემპიონი გახდა. ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “სან პაბლო ბურგოსის” საკუთრება, რომელიც რანგით მე-4 ლიგის გუნდ “მიროფლორესშია” განათხოვრებული, ასაკობრივ ჩემპიონატს ძირითად გუნდში თამაშობს. კასტილიის ჩემპიონატის ფინალში “ბურგოსი” “ლეონ ბასკეტს” დაუპირისპირდა და 76:69 დაიმარჯვა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30:40 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. რატიმ 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო. 17 ქულით და 21 მოხსნით ბურგოსელებს არბერტო ალონსომ ულიდერა. 

“ბურგოსის” 18-წლამდელთა გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოუწევს ასპარეზობა, სადაც ამ ქვეყნის ყველა რეგიონის გამარჯვებული გუნდი შეიკრიბება და ამ ასაკში ესპანეთის აბსოლუტურ ჩემპიონს გამოავლენს.