“ზაზა 2”-მა “აკადემიას” ფინალური სერია გაუთანაბრა

“ზაზა 2”-მა  “აკადემიას” ფინალური სერია გაუთანაბრა

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს ჩემპიონობას “აკადემია” და ზაზას აკადემიის მეორე გუნდი ეცილებიან. პირველ მატჩში “აკადემიამ” დაძაბულ ბრძოლაში – 84:83 დაამარცხა მეტოქე, დღეს კი “ზაზა 2”-მა რევანში აიღო და 87:78 (სტატისტიკა) იმარჯვა.

აკადემიელები მთელი 3 პერიოდი იგებდნენ, თუმცა დააკვნით მეოთხედში ზაზას აკადემიამ დიდი ბრზოლისუნარიანობა გამოავლინა და საწადელს მიაღწია.

“ზაზა 2-ს” 30 ქულით და 18 მოხსნით ანზორ ნადირაძემ ულიდერა. 27 ქულა და 8 მოხსნა ირაკლი კილაძემ ჩაიწერა, დაჩი ქავთარაძეს ანგარიშზე კი 15 ქულაა. “აკადემიაში” 18 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო ლაშა მიქელაძე.

სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მორიგი მატჩები 22. და 23 მაისს ჩატარდება.