კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მადლობა საქართველოს პრეზიდენტს

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მადლობა საქართველოს პრეზიდენტს

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის და ქართული კალათბურთის გვერდში დგომისთვის. 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 15 ივლისს, მიუნხენში, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. 

გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა დასახელების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია