შერმადინის “უნიკახამ” ვალენსიაში წააგო

შერმადინის “უნიკახამ” ვალენსიაში წააგო

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. მალაგელებმა წინა მატჩი აუტსაიდერ “ბრეგანთან” დათმეს, წუხელ კი ვალენსიაშიც დამარცხდნენ. ამჯერად დიდი სხვაობით – 57:96.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:54 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“უნიკახა” 16 მოგებითა და 12 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დარჩა, მომდევნო შეხვედრას კი 28 აპრილს, შინ, “სან პაბლო ბურგოსთან” გამართავს.