“თბილისი ჩელენჯის” გამარჯვებული 3×3 კალათბურთის ბელგრადულ ტურნირზე მიემგზავრება

“თბილისი ჩელენჯის” გამარჯვებული 3×3 კალათბურთის ბელგრადულ ტურნირზე მიემგზავრება

13-14 ივლისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში,სტარტს აიღებს 3X3 კალათბურთში, მსოფლიო ტურის ჩელენჯერი, “ბელგრად ჩელენჯი-2019”. ტურნირში მონაწილეობას იღებს “თბილისი ჩელენჯი 2019”-ს გამარჯვებული გუნდი “Tbilisi Old Eagles”. ტურნირის საპრიზო ფონდია 30 000 ამერიკული დოლარი. ბელგრადში ქართული გუნდის ღირსებას დაიცავენ ზურა მაჩალაძე, მიხეილ ბერიშვილი, რევაზ ჩაჩანიძე და გიორგი კორსანტია. ქართული გუნდი ტურნირს საკვალიფიკაციო მატჩებით იწყებს და თუკი წარმატებით იასპარეზებს, ჯგუფში მოხვდება. ქართველების მატჩები 13 ივლისს, თბილისის დროთ 12:50 საათზე (ბოსნიურ Pale-სთან) და 13:40-ზეა (სერბულ Zemun-თან) ჩანიშნული. მატჩებს პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ ტურნირის Youtube-ის გვერდზე: