გურჯაანის დელტა პირველი ნახევარფინალისტია

გურჯაანის დელტა პირველი ნახევარფინალისტია

გურჯაანის დელტამ მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში გორში 83:75 (სტატისტიკა) დაამარცხა ივერიონი და ნახევარფინალში გავიდა. კახეთის გუნდმა შიდა ქართლში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სერიაში 3:1 იმარჯვა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დელტამ ივერიონს გამოცდილებითა და სათამაშო კლასით მოუგო. მთელი თამაშის მანძილზე მასპინძლები ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო 3 წუთში დელტამ მეტი სიზუსტე და ხასიათი გამოავლინა, რის ხარჯზეც გამარჯვება მოიპოვა.

გორელები მესამე პერიოდში 14 ქულით იგებდნენ, რაც კვენტინ ჰარდრიქტისა და რიკარდო ლინჩის ზუსტი შორი სროლების დამსახურება იყო. გუნდაანელები არ გატყდნენ, შერჩეულ გეგმას მიჰყვებოდნენ და შანსს ელოდნენ. შანსი ბოლო პერიოდში მიეცათ, როცა გორელებს შეტევაში ეფექტი მოალკდათ და ეს უპირველესად სტუმრათა დაცვის დამსახურება გახლდათ. მესამე პერიოდი გორელებმა 18:14 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 9 ქულას იგებდნენ.

გადამწყვეტ პერიოდში თავი ისახელა გიორგი ურძილაძემ, რომელიც სამწამიან ზონაში გამაგრდა და ქულების გროვებასთან ერთად მასპინძელთა ძირითადი ცენტრი  გეგი ბაქრაძეს პერსონალურებით დატვირთა. საბოლოოდ ბაქრაძე ჯარიმების ლიმიტის გამო მოედნიდან გავიდა, თუმცა გურჯაანელებმა გადამწყვეტი ბურთები შორიდან ჩააგდეს, როცა 70:75 ჩამორჩენილებმა საბა ლონჯანიძისა და ბექა ბექაურის სამქულიანებით 76:75 დაწინაურდნენ,

გამარჯვებულთა შორის 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ტურძილაძე, 16 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასით გამოირჩა საბა ლობჯანიძე. 11-11 ქულა ტერი კოლინსისა და ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა. გორელთაგან 13 ქულით და 8-8 მოხსნა-პასით საუკეთესო იყო გეგი ბაქრაძე. 15 ქულა მიითვალა კვენტინ ჰარდრიქტმა.

გურჯაანის დელტა ნახევარფინალშია და ელოდება მეტოქეს, რომელიც თსუ-სა და კავკასიის წყვილიდან 28 აპრილს უნდა გამოვლინდეს.