სერბეთი – საქართველოს ისტორიული მატჩი ნაცნობი და უცნობი კადრებით

სერბეთი – საქართველოს ისტორიული მატჩი ნაცნობი და უცნობი კადრებით

ახლა, როცა თითქმის მთელს მსოფლიოში სპორტის სხვა სახეობებთან ერთად საკალათბურთო ტურნირებიც შეჩერებულია, დროა, გავიხსენოთ წარსულში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებები. შორს წასვლა არ გვჭირდება: 23 დღის წინ, ბელგრადში, ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველომ 94:90 დაამარცხა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო – სერბეთის ნაკრები. ტელევიზიით გადაცემული მატჩის მომენტებთან ერთად, ამ ვიდეოში ნახავთ უნიკალურ კადრებს, რომლებიც მატჩამდე და მის შემდეგ არის გადაღებული და სადაც კარგად ჩანს ის მზადყოფნა და ემოციები, რომელიც ჩვენი ნაკრების ბანაკში სუფევდა თამაშამდე და მისი დასრულების შემდეგ.