საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიტნეს-ვარჯიში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიტნეს-ვარჯიში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა დღეს, შუადღისას ფიტნეს-დარბაზს მიაშურეს და ტრენაჟორებზე ივარჯიშეს. სასტუმრო “თბილისი მერიოტში” როგორც საქართველოს, ისე თბილისური “ბაბლის” სხვა მონაწილეებს იდეალური პირობები აქვთ შექმნილი და ნაკრებები ტრენაჟორებით სპეციალურად გაწერილი გრაფიკით სარგებლობენ. 

საქართველოს ნაკრების წევრებმა ფიზმომზადების მწვრთნელის, ირაკლი შიოშვილის რეკომენდაციებითა და მეთვალყურეობით ივარჯიშეს. მართალია, შუა სეზონის დროს ყველა კალათბურთელი სპორტულ ფორმაშია, თუმცა ტრენაჟორებით სარგებლობა იდეალურ ფორმაში ყოფნისთვის აუცილებელი პირობაა.