ბექა ბურჯანაძის სუპერდებიუტი “რეალ ბეტისში” და გამარჯვება ოვერტაიმში

ბექა ბურჯანაძის სუპერდებიუტი “რეალ ბეტისში” და გამარჯვება ოვერტაიმში

ბექა ბურჯანაძემ “რეალ ბეტისში” სუპერდებიუტი მოიწყო. ქართველმა ფორვარდმა ახალ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა. საქართველოს ნაკრების წევრმა 12:26 წუთში 17 ქულა მიითვალა, მისმა “ბეტისმა” კი “ანდორა” დამატებით დროში – 102:98 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ბექა 3 წლის წინ “ანდორას” ღირსებას იცავდა და მან ამჯერად ყოფილი გუნდის დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. ბურჯანაძემ შესაშური სიზუსტე გამოავლინა და 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის MVP კეიდენ კარინგტონი გახდა. მან 22 ქულა, 4 მოხსნა და ერთი პასი მოიპოვა. მონტენეგროელ მარკო ტოდოროვიჩს ბეტისის რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა – მან 20 ქულასა და 11 მოხსნას 4 გადაცემაც დაუმატა.

მომდევნო ტურში, 23 სექტემბერს “ბეტისი” სტუმრად “მურსიას” დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი იცავს.