ბითაძის 4 ქულა და 5 მოხსნა დასავლეთის ლიდერ იუტასთან წაგებულ მატჩში

ბითაძის 4 ქულა და 5 მოხსნა დასავლეთის ლიდერ იუტასთან წაგებულ მატჩში

ინდიანა პეისერსმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერ იუტა ჯაზს უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით დამარცხდა – 95:103. გოგა ბითაძემ 15:19 წუთი გაატარა მოედანზე და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 

ქართველი ცენტრი დაცვაში ურიგოდ არ გამოიყურებოდა რუდი გობერის წინააღმდეგ, მაგრამ შეტევაში ვერ იყოჩაღა – 4 სამქულიანი ააცილა, ყველა შემთხვევაში მას მეტოქე ხელს თითქმის არ უშლიდა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგო, 4 სამიანი კი, როგორც ვთქვით, ააცილა. 

ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს თერნერმა 29 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და 2 საფარება მიითვალა. საუკეთეოს კი დომანტას საბონისი გახლდათ 20 ქულით. იუტელებს ტრადიციულად დონოვან მიჩელმა ულიდერა – 27 ქულა, 11 პასი, 9 მოხსნა. 

12 მოგებითა და 12 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონგერენციაში მე-5 ადგილზე რჩება, თუმცა მას უკვე წამოეწივნენ ატლანტა და შარლოტი. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 11 თებერვალს, ბრუკლინში ნეთსთან გამართავს.