Jr. NBA-ის სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის გუნდი დაინტერესებულ პირებს 11 თებერვალს, თბილისის დროით ღამის 12:00-ზე, სამწვრთნელო ონლაინ-ლაივ კლინიკის მომდევნო სესიაზე იწვევს. სესიას უკვე მეორედ გაუძღვება ამერიკის კალათბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განვითარების დეპარტამენტის დირექტორი და FIBA-ს U17 ჩემპიონატის ხუთგზის ოქროს მედალოსანი – დონ შოულტერი, რომელიც ისაუბრებს განვითარების კულტურაზე და უნარების განვითარების იდეებზე. იგი ასევე უპასუხებს კითხვებს საკუთარ საქმიანობასა და კარიერასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB