Jr.NBA-ის ონლაინ კემპი

Jr.NBA-ის ონლაინ კემპი

Jr.NBA ახალგაზრდებს მეორე საერთაშორისო ონლაინ კემპს სთავაზობს. კემპის მონაწილეებს ექნებათ უფასო წვდომა NBA-სა და WNBA-ს მოთამაშეების ვარჯიშის ვიდეოებთან და შეეძლებათ, ჩაერთონ მათთან კითხვა-პასუხის რეჟიმში. აღნიშნული კემპი ტრადიციულად OWQLO აპლიკაციის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.

კემპში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა და რეგისტრაცია: 

Apple:  App store

Android:  Google Play

Jr.NBA-ს აღნიშნული ონლაინ-კემპი გაიმართება 25 სექტემბერს, 17:00-19:00 საათზე, 26 და 27 სექტემბერს 13:00-15:00 საათზე და მასში მონაწილეობას მიიღებენ NBA-სა და WNBA-ს ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები: ჯო ჰარისი(ბრუკლინ ნეთსი), იგორ რაკოჩევიჩი(მინესოტა ტიმბერვულვსი), ტიაგო სპლიტერი(სან ანტონიო სპურსი), WNBA-ს მოთამაშე იორდინ კანადა და სხვები.  

კემპზე რეგისტრაცია ყველას შეუძლია, თუმცა ვარჯიშების უმრავლესობა განკუთვნილია 8-16 წლის მოზარდებისთვის.