მამუკელაშვილის 11 ქულა და მარცხი ბატლერთან

მამუკელაშვილის 11 ქულა და მარცხი ბატლერთან

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში მარცხი განიცადა და NCAA-ის ჩემპიონატში (მარტის სიგიჟე) მოხვედრა გაირთულა. “მეკობრეები” სტუმრად “ბატლერს” შეხვდნენ და 52:61 წაგეს.

სანდრო მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში თავის გუნდში საუკეთესოა, მაგრამ ამჯერად ქართველ ფორვარდს არცისე კარგი თამაში ჰქონდა. მამუკელაშვილმა 35 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა.

აღსანიშნავია, რომ სეტონ ჰოლმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო, მანამდე კი 4-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა. “მეკობრეები” Big East-ის კონფერენციაში 10 მოგებით და 7 წაგებით მე-3 ადგილზე არიან, მთლიანობაში კი სეზონში მოგება/წაგების ბალანსი დადებითი აქვთ: 13-10. სეტონ ჰოლი მომდევნო შეხვედრას 3 მარტს საკუთარ მოედანზე კონექტიკუტთან გამართავს.