მამუკელაშვილის 22 ქულა და გასვლითი გამარჯვება კონექტიკუტელ ჰასკებთან

მამუკელაშვილის 22 ქულა და გასვლითი გამარჯვება კონექტიკუტელ ჰასკებთან

მამუკელაშვილმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და გუნდს 22 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. სანდრომ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და არ დაჯარიმებულა. ქართველი ფორვარდის შემდეგ სეტონ ჰოლში მაილს კეილი გამოირჩა 20 ქულით. 

სეტონ ჰოლმა 8 გამარჯვება და 5 მარცხი მოაგროვა და Big East-ის კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 15 თებერვალს შინ “მარკეტთან” ჩაატარებს.