ნიკა ცქიტიშვილმა 15 ქულა დაგროვა!

ნიკა ცქიტიშვილმა 15 ქულა დაგროვა!

გრძელდება ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ტურნირი. ნიკოლოზ ცქიტიშვილის “კახა სან ფერნანდომ” გასვლაზე “მურსიასთან” 81:89 წააგო.
შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა ცქიტიშვილმა, რომელმაც ლიმიტირებულ დროში (16 წუთი) თავის გუნდს 15 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. ნიკამ ერთადერთი სამქულიანი გამოიყენა და ექვსივე საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა.22 ტურის მერე “კახა სან ფერნანდო” 11 მოგებითა და ამდენივე წაგებით მეცხრე ადგილზე იმყოფება.
მურსია – კახა სან ფერნანდო 89:81 (20:7, 21:25, 24:21, 24:28)