ოფიციალურად: შერმადინი ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძოლებს

ოფიციალურად: შერმადინი ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძოლებს

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და სტატუსს სტატისტიკითაც ამაგრებს. სარგებლიანობის ინდექსით ის ლიგას სოლიდური უპირატესობით ლიდერობს და სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგების ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტია. ეს ამბავი ესპანური ლიგის მესვეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, როცა MVP-ის ტიტულის 5 კანდიდატი დაასახელეს. 

გიორგი საშუალოდ 17.3 ქულას, 5.8 მოხსნას და 2.4 პასს აკეთებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი – 23.3 ქულაა. მის გარდა სეზონის საუკეთესოობის კანდიდატები არიან: ედი ტავარეში (რეალი), ლაურინას ბირუტისი (ობრადოირო), მელო ტრიმბლი (ფუენლაბრადა) და ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა). აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებს – ტავარეშს, რომელიც მეორეა, 18.7 ქულა აქვს.