ფაჩულიამ ატლანტა გადაარჩინა!

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე რეგულარულში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბოლო მეოთხედში “კლიპერსთან” გასვლით მატჩში 4 ქულა და რაც მთავარია, 9 (!) მოხსნა დააგროვა, მისმა გუნდმა კი დიდი ჩამორჩენა გააბათილა და საბოლოოდ 96:93 დაამარცხა მოწინააღმდეგე.
ზაზამ მატჩი 15 ქულით, 12 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით ჩაამთავრა, ჯოშ სმიტმა კი ბოლო მეოთხედში 8 ქულა გააკეთა. საბოლოოდ, “ჰოქსმა” ამ სეზონში 28-ე გასვლით მატჩში მე-12 გამარჯვება მოიპოვა და კვლავაც ინარჩუნებს ფლეი ოფში გასვლის შანსებს.
კლიპერსი – ატლანტა 93:96 (19:24, 26:19, 30:19, 18:34)