პო-ორტეზმა მეორე მატჩიც წააგო

გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზი” ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა. ფრანგებს ამჯერად ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ესპანურმა ტაუმ 99:89 მოუგო. სტუმართა შორის 23 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა არგენტინელი ლუის სკოლას ანგარიშზე იყო.
ტაუმ ისარგებლა მასპინძელთა უყურადღებო თამაშით და სტუმართა 15 შეცდომა 22 ქულაში გარდასახა. “პოს” შემადგენლობაში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი კლინტ ჰარისონი იყო.
სამი მეოთხედის მერე სტუმრები 17 ქულას იგებდნენ და ბოლო პერიოდი ფორმალობად იქცა.