სანაძის დებიუტი სერბულ ბორაცში კორაჩის თასზე შედგა

სანაძის დებიუტი სერბულ ბორაცში კორაჩის თასზე შედგა

დუდა სანაძის დებიუტი სერბულ “ბორაცში” ამ ქვეყნის თასის გათამაშებაში შედგა. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი კორაჩის თასის სახელწოდებას ატარებს, რაც ადრე ფიბა-ს მთავარ ევროტურნირს ეწოდებოდა.

კორაჩის თასის 1/4 ფინალში ქართველი ახალწვეულის ბორაცი ბელგრადში პარტიზანს ებრძოლა და მხოლოდ 4 ქულის სხვაობით დამარცხდა – 72:76. პარტიზანი ნახევარფინალში გავიდა. დუდა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მოედანზე მან 16:49 წუთი დაჰყო და გუნდს 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ პლუს/მინუს კოეფიციენტი საუკეთესო სანაძეს ჰქონდა გუნდში (+6). სანაძემ ოთხივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო, აქედან ორი ბოლო წუთზე.