სერგო იშხნელს 60 წელი შეუსრულდა!

60 წელი შეუსრულდა ქართული კალათბურთის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, გამოცდილ მწვრთნელს, თბილისის “დინამოს” ყოფილ მოთამაშეს სერგო იშხნელს. სერგო იშხნელი დღესდღეობით საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში არსებული მინი-კალათბურთის კომიტეტის თავმჯდომარეა და ასევე ხელმძღვანელობს კომისიას, რომელიც სპორტის ამ სახეობის დამწყები ეტაპებიდან ასაკის გადაკეთებას ებრძვის და აკონტროლებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ბატონ სერგოს ამ შესანიშნავ იუბილეს ულოცავს და შემდგომში ნაყოფიერ მუშაობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.