სუპერლიგის მეორე წრე ბათუმში თსუ-ს მარცხით დაიწყო

სუპერლიგის მეორე წრე ბათუმში თსუ-ს მარცხით დაიწყო

სუპერლიგის დღეს ერთი მატჩით, ბათუმში განახლდა. მეორე წრისა და მე-11 ტურის პირველ მატჩში აჭარულმა გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 90:76 (სტატისტიკა) დაამარცხა. ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა, რადგან პირველი წრის შემდეგ თსუ 7 მოგებით მე-3 აგდილზე იყო, ბათუმელებს კი მხოლოდ 3 გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული და ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდნენ.

ბათუმელებმა წრეებს შორის სოლიდური შევსება მიიღეს, 2 ამერიკელი, ანტუან ჯონსონი და ტომას უაილდერი შეიმატეს, რომლებიც გუნდს კარგად მოერგნენ და რაც მთავარია, გააძლიერეს. მართალია, ეს მოთამაშეები დღვანდელ მატჩში ყველაზე მაღალი შედეგიანობით ვერ გამოირჩნენ, თუმცა ზღვისპირელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ბათუმელებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე პერიოდი 31:19 მოიგო და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე ათწუთეულში მასპინძლეთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია. ამ ეპიზოდში თსუ-ელები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ. ლექსო ლაფანაშვილმა 2 ტექნიკური მიიღო და დარბაზი დატოვა. 

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ბათუმელებმა იოლად მიიყვანეს თამაში მათთვის სასურველ შედეგამდე და შეუერთდნენ სუპელიგის იმ 4 გუნდს (ოლიმპი, კაკტუსი, დინამო, ტიტები), რომლებსაც 4 გამარჯვება აქვთ. ბათუმელებს ბექა ბექაურმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და 18 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩმა, ხოლო 16 ქულა ანტუან ჯონსონმა მიითვალა. თსუ-ში 20 ქულით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 12 ქულა ბრაის სმიტმა, ხლო 11 – ლუკა ზაქრაძემ მიითვალა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები 6 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: 
მგზავრები – კაკტუსი 14:00, დინამო – ოლიმპი 16:30