თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნაადრევად გავიდა და ამაში მას გიორგი შერმადინის “ტენერიფე” დაეხმარა. ფინალური ფაზის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ბასკონიელებმა უშუალო კონკურენტი “უნიკახა” დაამარცხეს, ხოლო მეორე კონკურენტი “ხუვენტუდი” შერმადინის გუნდს დაუპირისპირდა და წაგების შემთხვევაში ჯგუფის საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრის შანსს კარგავდა. “ხუვენტუდმა” 80:82 წააგო, თუმცა გიორგი შერმადინს არ უთამაშია. ქართველ ცენტრს და ტენერიფელთა ძირითად გამთამაშებელ მარსელინიო ჰუერტასს მცირე ტრავმა აწუხებდათ და მწვრთნელებმა ისინი განაცხადში არ შეიყვანეს.

ასე და ამგვარად, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” “ბარსელონას” შემდეგ A ჯგუფში მეორე ადგილზეა და დარჩენილ 1 ტურში ვერც დაბლიდან დაეწევა ვინმე და ვერც თავად გადაასწრებს პირველ ადგილზე მყოფ “ბარსელონას”. B ჯგუფში კი პლეი ოფში გასვლის შანსი ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიას” და თად მაკფადენის “ბურგოსს” აქვთ. ბურჯანაძის გუნდი დღეს აუტსაიდერ “სარაგოსას” ხვდება, მაკფადენის გუნდი კი ფავორიტსა და ფინალური ტურნირის მასპინძელ “ვალენსიას”.