ბურჯანაძის 13 ქულამ რეჯინას ტრიესტესთან ვერ უშველა

ბურჯანაძის 13 ქულამ რეჯინას ტრიესტესთან ვერ უშველა

ბექა ბურჯანაძემ იტალიის სერია “ა”-ში წარმატებული მატჩი ჩაატარა. ტრიესტესთან მატჩში მან პირადი რეკორდი დააფიქსირა, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მისი კლუბი, “რეჯიო ემილია” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა – 79:84. რეჯინამ პირველი ტაიმი 10 ქულით დათმო, რის შემდეგაც ტრიესტეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ბექამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი. ბურჯანაძემ 4-დან ერთი ორქულიანი, 7-დან სამი სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო, რაც რეჯინაში საუკეთესო შედეგი იყო.

რეჯინამ სეზონში მეშვიდედ წააგო და ჩემპიონატში 4 ქულით მე-14 ადგილზეა. ბურჯანაძე მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერ მილანოს დაუპირისპირდება.