მატჩის დღე ! შვეიცარია vs საქართველო

მატჩის დღე ! შვეიცარია vs საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს შვეიცარიასთან გამართავს.
  
პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ეგრედწოდებული “ბაბლის” პრინციპით იმართება, რომელსაც ფინეთი მასპინძლობს და სადაც E ჯგუფის ოთხივე მონაწილეა (საქართველო, სერბეთი, ფინეთი, შვეიცარია) შეკრებილი.
 
გუშინწინ  საქართველომ მასპინძლებს მოუგო (ფინეთი vs საქართველო 85:91) შვეიცარიამ კი სერბეთი დაამარცხა. დღეს ჩვენი მეტოქე შვეიცარიაა. 
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო 3-დან 3 მოგებით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. დანარჩენ 3 გუნდს თითო მოგება აქვს.
 
დღევანდელი მატჩის რეპორტაჟს, რომელიც თბილისის დროით 18:00 საათზე იწყება,  საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ  ➞  www.1tv.ge