ოლიმპის დაგეგმილი გამარჯვება მგზავრებთან

ოლიმპის დაგეგმილი გამარჯვება მგზავრებთან

საკალათბურთო კლუბ “მგზავრებს” სუპერლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც აღარ აქვს და რაც ეს ამბავი გაირკვა, კლუბის ხელმძღვანელობამ ლეგიონერებზე უარი თქვა. უცხოელი მოთამაშეებით ეს გუნდი სუპერლიგიდან გავარდა და მათ გარეშე ნებისმიერ მატჩში განწირულია. შესაბამისად, მგზავრები უშანსოდ იყო ბოლოსწინა ტურის მატჩში – “ოლიმპთან” და მატჩიც, რომ იტყვიან, ცალფარა გამოვიდა. ოლიმპმა მატჩი ძალიან იოლად – 85:42 (სტატისტიკა) მოიგო და მოგებ-წაგებები გაითანაბრა: 9-9.

ოლიმპელთაგან ქულები მოედანზე გასულმა 11-ვე მოთამაშემ მოინაგრა. საუკეთესო შედეგი კენდრიკ ტომპსონმა დააფიქსირა – 15 ქულა, 9 მოხსნა. კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა, ხოლო 4-მა კალათბურთელმა – ლევან გოგიჩაიშვილმა, ბუნდუ აბდულაიმ, ლუკა კალატოზიშვილმა და დავით აბულაძემ 9-9 ქულა მიითვალეს. მგზავრებში 11 ქულით დავით ბარამიძე გამოირჩა, 6 ქულა და 10 მოხსნა სოსო გოგნაძის ანგარიშზეა.

ოლიმპს რეგულარულში 2 მატჩი დარჩა გასამართი, ხოლო მგზავრები სუპერლიგის სეზონში ბოლო შეხვედრას 17 აპრილს – ვერასთან გამართავს.