საქართველომ ფინეთი 91:85 დაამარცხა!

საქართველომ ფინეთი 91:85 დაამარცხა!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ფინეთის ნაკრები 91:85 დაამარცხა.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს.

მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი E ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. 

მომდევნო მატჩს საქართველო 30 ნოემბერს,  შვეიცარიასთან გამართავს.  შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი განახორციელებს – www.1tv.ge