საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში ესპოოს Metro არენაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში ესპოოს Metro არენაზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს “მეტრო არენაზე” პირველად ივარჯიშა. ესპოო ფინეთის სიდიდით მეორე ქალაქია და დედაქალაქ ჰელსინკიდან, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი შვეიცარიის, სერბეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად ცხოვრობს, ნახევარი საათის სავალზეა.

საქართველოს ნაკრებმა 12 კალათბურთელით ივარჯიშა. ილიას ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტებზე ავარჯიშა. ჩასვლის დღეს სოლიდური დრო მოთელვებსა და გაწელვით ვარჯიშებს დაეთმო, თუმცა ილიას ზუროსმა გუნდი ტაქტიკაზეც საკმაოდ ავარჯიშა. 

ეროვნული გუნდის ვარჯიში საათნახევარს გაგრძელდა და მთავარმა მწვრთნელმა დატვირთული მომდევნო დღე დააანონსა. 25 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ორჯერ ივარჯიშებს – დილას 11 და საღამოს 6 საათზე. ამასთან, მოთამაშეები სავარჯიშოდ ფიტნესის დარბაზსაც ეწვევიან.