"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-04-17
ფაჩულიამ ტრავმის გამო მეორე მატჩი გამოტოვა


როგორც ივარაუდებოდა, ზაზა ფაჩულიამ მორიგი მატჩი გამოტოვა. ატლანტელებმა შინ დამარცხების შემდეგ „ტორონტოს“ ესტუმრნენ და წინა საღამოს განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს - 109:87. ზაზას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში კვლავ ჯეისონ კოლინსმა ითამაშა, ამჯერად მოედანზე 11 წუთს იყო, თუმცა ქულის მოგროვება კვლავ ვერ შესძლო. სამაგიეროდ იყოჩაღა ივან ჯონსონმა, რომელმაც კარიერის უმეტესი 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი გამთამაშებელმა ჯეფ თიგმა (19 ქულა, 10 პასი) დააფიქსირა.

დღესვე „ორლანდომ“ „ფილადელფია“ დაამარცხა და ფლორიდელები ფაჩულიას გუნდთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ V-VI ადგილებს იყოფენ.