"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-04-19
ფაჩულიამ მესამეც გამოტოვა და მისი სტატუსი უახლოეს მატჩებში გაურკვეველია


ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმის გამო ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ატლანტელთა მწვრთნელი არ ჩქარობს ქართველი ცენტრის მოედანზე დაბრუნებას და არაა გამორიცხული, რომ ფაჩულიამ რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები გამოტოვოს.

მართალია, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე“ატლანტას“ 4 მატჩი დარჩა, მაგრამ თუკი ზაზა ამ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, მის სათამასო ფორმაზე ეს უსავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს.

ამასობაში კი ატლანტელებმა ოფივიალურად გაინაღდეს პლეი ოფში თამაში. „ჰოუქსმა“ „დეტროიტს“ იოლად -  116:84 მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. ატლანტელთა კონკურენტმა „ორლადომ“ „ბოსტონში“ წააგო და ფაჩულიას გუნნდი 37 მოგებითა და 25 მარცხით მეხუთე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა.

ატლანტელებს მორიგი მატჩი 21 აპრილს, შინ, „ბოსტონთან“ აქვს.