"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-04-20
ცქიტიშვილი ირანის ჩემპიონობისკენ მიიწევს


ნიკა ცქიტიშვილის „მაჰრამი“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დასავლეთ აზიის თასი  მოიგო, ირანის ჩემპიონატზე გადაერთო და ახლა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს. თეირანელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც იოლად - 109:53 მოუგეს „გორგანს“ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. ფინალში გასასვლელად „მაჰრამს“ „აზადი“ შეებრძოლება.

მეტოქის სისუსტისა და ძალების დაზოგვის მიზნით მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი პირველი მეოთხედის შემდეგ აარ ათამაშა. პირველი ათწუთეულის შემდეგ ცქიტიშვილის გუნდი 31:7 იგებდა და ამ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარჯვეული იყო.