"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-04-22
შენგელიას 19–მა ქულამ და 9 მოხსნამ "შარლერუას" ვერ უშველა


მძიმე ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელიამ ფორმა სრულად აღიდგინა. ქართველმა ფორვარდმა ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მართალია, შენგელიას გუნდი სტუმრად „ოსტენდესთან“ 81:85 დამარცხდა, მაგრამ ქართველზე აუგს ვერავინ იტყვის. თორნიკე თავის გუნდში საუკეთესო იყო, მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ოედანზე 30 წუთი გაატარა. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 19 ქულას 9 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და დაფარება მიამატა. ქართველი ფორვარდი მეტოქეთათვის შეუჩერებელი იყო, მაგრამ მას თანაგუნდელებმა ხარი ვერ აუბეს და „შარლერუა“ დამარცხდა.

შარლერუელებმა 19 მოგებით ბელგიის ჩემპიონატში პირველი ადგილი კი შეინარჩუნეს, თუმცა, იმავე “ოოსტენდესა” და “ანტვერპენს” მხოლოდ ერთი გამარჯვებითღა უსწრებენ. თორნიკეს კლუბი მომდევნო მატჩს 25 აპრილს, კვლავ სტუმრად მეექვსეადგილოსან “მონსთან” ჩაატარებს.