"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2012


2012-06-02
ნიკა მეტრეველის "სასარი" ნახევარფინალს ვერ გასცდა


ნიკა შენგელიასთვის სეზონი დასრულდა. ქართველი კალათბურთელის „დინამო სასარიმ“ სერია „ა“-ს უძლიერეს გუნდ „სიენასთან“ ნახევარფინალური სერია უშანსოდ - 0:3 დათმო. სერიის ბოლო შეხვედრა გუშინ ღამით გაიმართა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დინამოელთა მოედანზე ჩატარდა, უინტერესოდ ჩაიარა.

არაფერი შესტყობია „სიენას“, რომ სტუმრად თამაშობდა და მატჩი დამაჯერებლად - 79:64 მოიგო. ქართველ ფორვარდს თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია. მეტრეველი მოედანზე მხოლოდ 1 წუთს გამოჩნდა და ამ დროში აბა რა უნდა მოესწრო. ქართველი ლეგიონერისთვის ყველაზე შედეგიანი სერიის მეორე მატჩი აღმოჩნდა, რომელიც „სასარიმ“ 66:92 წააგო. 12 წუთში ნიკამ 4 ქულა მიითვალა.

„სიენა“ ფინალშია და მეტოქეს ელის, რომელიც „სკავოლინისა“ და „არმანის“ დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. ეს უკანასკნელი სერიას 2:0 იგებს.