"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2012


2012-05-23
"არმია" საქართველოს ჩემპიონია!


საკალათბურთო კლუბი არმია საქართველოს ჩემპიონია. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა ფინალური სერიის მეოთხე მატჩშიოლიმპიდაამარცხა და საერთო ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. ჩემპიონობის მომტან შეხვედრაში არმიელებმა დამაჯერებელი ანგარიშით91:67 მოიგეს.

შედარებით თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა. ოლიმპის კალათბურთელები 5 ქულით იგებდნენ, თუმცა გუნდის ლიდერმა გიორგი ცინცაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო. მეორე მეოთხედიდან არმიელებმა მატჩის სადავეები ხელთ იპყრეს და საბოლოოდ 24 ქულის სხვაობით მოიგეს. ჩემპიონთა შორის ამერიკელ ლეგიონერი ბენჯამინ ვუდსაიდი გამოირჩა, რომელმაც არმიას 20 ქულა შესძინა. ჯერემი რიჩარდსონის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

არმია საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. შარშან თავდაცვის სამინისტროს გუნდმა ფინალურ სერიაში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 3:1 დაამარცხა. რაც შეეხებაოლიმპს”, ეს გუნდი ამ სეზონის დაწყების წინ შეიქმნა და სადებიუტო სეზონშივე ფინალში გასვლა მოახერხა.

 

 

მატჩის შემდეგ გამართული პრეს-კონფერენცია:

კოტე ტუღუში (“არმიასმწვრთნელი): “მთავარი მწვრთნელის რანგში, ჩემპიონის ტიტული პირველად მოვიპოვე, ამიტომ ეს დღე ძალიან ემოციური გამოდგა ჩემთვის. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, უპირველესყოვლისა კი - ჩემს მოთამაშეებს. ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ და ვამაყობ, რომარმიასწევრი ვარ.

 მადლობა, ასევე გულშემატკივარს, მეტოქე გუნდსა და ჟურნალისტებს. თითოეული თქვენგანის აზრს ვითვალისწინებ და ვცდილობ, უკეთესი გავხდე.

 აღსანიშნავია, რომ წლეულს გამორჩეულად ძლიერი ჩემპიონატი იყო, რომელსაც ნაკრების მოთამაშეებმაგიორგი ცინცაძემ და გიორგი გამყრელიძემ თავისებური ხიბლი შესძინეს. დასანანია, რომ დღეს ორივენი დაშავდნენ, ცინცაძემ კი, მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო”.

ზვიად ბაბიაშვილი (“არმიასკალათბურთელი): “კაპიტნის ამპლუაში, მეც პირველად გავხდი ჩემპიონი. მწვრთნელს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ მართლა ძალიან ბევრს ვშრომობდით და ეს შრომა დაგვიფასდა. მოწინააღმდეგემ, მთელი წლის განმავლობაში კარგად იასპარეზა და ღირსეული წინააღმდეგობაც გაგვიწია”.

ანატოლი ბოისა (“არმიასკალათბურთელი): “მთელი სეზონი ვლიდერობდით და  ლოგიკურია, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ უფრო დიდი ხნის დაკომპლექტებულები ვართ, ვიდრეოლიმპი”, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა”.

გია კაზანჯიანი (“ოლიმპისმწვრთნელი): “არმია”, თავისი სიძლიერით, აშკარად გამოირჩეოდა და დამსახურებულად იმარჯვა. რაც შეგვეხება ჩვენ, ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შევიკრიბეთ, ამიტომ ვფიქრობ კარგ შედეგს მივაღწიეთ. პირველად ჩავატარე სეზონი მთავარი მწვრთნელის რანგში, დიდი გამოცდილებაც მივიღე, რაც, იმედია, მომავალში გამომადგება. მინდა, ყველა ჩემს მოთამაშეს მადლობა გადავუხადო. ვეცდებით, შემდეგ სეზონზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ”.

გიორგი გამყრელიძე (“ოლიმპისკალათბურთელი): “არმიასაკმაოდ ძლიერი გუნდია, იმედია, კიდევ უფრო გაძლიერდება და ევროჩელენჯზეც წარმატებით იასპარეზებს. ვფიქრობ, საინტერესო ფინალები იყო და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს უკეთესი იქნება