"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2012


2012-05-30
ქალთა ჩემიონატში მესამე ადგილი "ქუთაისმა" მოიგო


ვაკეში მდებარე საკალთბურთო აკადემიის დარბაზმა ქალთა ლიგის მატჩში უმასპინძლა, სადაც მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს ახმეტისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ქუთაისელთა სასარგებლოდ დასრულდა, რომლებმაც ,,ახმეტა" იოლად 92:58 დაამარცხეს და ქალთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-3 ადგილი დაიკავეს.

ქუთაისელებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და საწყის მეოთხედში 18:11, ხოლო ტაიმში 37:24 დაიწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა ,,იმერლებმა" მესამე მეოთხედში შეინარჩუნეს, ხოლო დასკვნით მეოთხედში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და მატჩში დიდი სხვაობით იმარჯვეს.

,,ქუთაისს" ულიდერა ნელი ჟორჟოლიანმა, რომელმაც 46 ქულითა და 29 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ხოლო ახმეტელთა მხრიდან ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გამოიჩინა. ელა ზარავანდაშვილმა 21 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო მარიზა ხოხობაშვილის ანგარიშზე 11 ქულა და 12 მოხსნაა.

სამმაგი დუბლი შეასრულა თინა ხოხობაშვილმა, რომელმაც ახმეტის გუნდს 10 ქულა და 12 მოხსნა და 10 ჩაჭრა მიითვალა.