"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2012


2012-05-25
შენგელია ბელგიოური ოქროსთვის "ოსტენდესთან" იბრძოლებს


თორნიკე შენგელია ბელგიის უმთავრესი ტიტულისთვის იბრძოლებს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ფინალურ სერიაში თამაშის უფლება მოიპოვა. „შარლერუამ“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო „ანტვერპენს“ და ფინალში გავიდა, სადაც ტრადიციულ მეტოქე „ოსტენდეს“ შეერკინება.

ფინალში გამსვლელი მატჩი შარლერუელებმა საკუთარ მოედანზე 10 ქულის სხვაობით - 73:63 მოიგეს. სასტარტო ხუთეულსი იყო, თუმცა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ. ეს დრო ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ შედეგიანად გამოიყენა და მთლიანობაში 6 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. შარლერუელთაგან საუკეთესო იყო დემონ მალე, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. კალებ გრინის ანგარიშზე კი 19 დაგროვდა.

ფინალური სერია 28 მაისს დაიწყება და სამ მოგებამდე გაგრძელდება. მოედნის უპირატესობა რეგულარული ჩემპიონატის მომგებ („შარლერუამ“ მე-3 ადგილი დაიკავა) „ოსტენდეს“ აქვს