"ჩვენ გვიყვარს კალათბურთი"
 
ძებნა
 
 
 
კალათბურთის ფედერაცია
შეჯიბრებები
ეროვნული ნაკრები (კაცები)
ნაკრებები
ფოტოგალერეა
ლინკები

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
მაისი 2012


2012-05-31
შენგელია საუკეთესოა, მაგრამ "შარლერუა" აგებს


„შარლერუას“ ქართვეი ფორვარდი ფინალური სერიის მეორე მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, თუმც მთორნიკე შენგელიას შთამბეჭდავ გამოსვლას მისი გუნდის წაგება ჩრდილავს. შარლერუელებმა ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში „ოსტენდე“ სტუმრად დაამარცხერს და მოედნის უპირატესობას დაეუფლნენ, თუმც ეს უპირატესობა მომდევნო მატჩშივე გაანიავეს. საკუთარ მოედანზე „შარლერუა“ 68:72 დამარცხდა „ოსტენდესთან“ და ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

არადა, მასპინძლებმა დამაჯერებლად ჩაატარეს მატჩის დასაწყისი და მესამე მეოთხედში გამოჩენილი სიზუსტის წყალობით გადამწყვეტი მეოთხედის წინ 5 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულში სტუმრებმა იძალეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს.

შენგელია მატჩის ბომბარდირი არ გამხდა, თუმც ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის შემაჯამებელი კოეფიციენტი საუკეთესო ჰქონდა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი გაატარა. თორნიკემ 4-დან 4-ივე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საჯარიმოს ხაზიდან მან 3-დან 2 სროლა გამოიყენა. 11 ქულასთან ერთად შენგელიას 7 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. მისმა საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც 4-ით მეტია ოსტენდელთაგან საუკეთესო დუშან ჯორჯევიჩისაზე.

მაშ ასე, ფინალური სერია გათანაბრდა. მომდევნო მატჩი უკვე „ოსტენდეს“ მოედანზე, 1 ივნისს გაიმართება. ჩემპიონობას ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც 3 გამარჯვებას მიაღწევს.